ახალი ამბები
,,ლეიბორისტული პარტია'' მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასახადის მოხსნის ინიციატივით გამოდის
FaceBook
,,ლეიბორისტული პარტია" უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დაწესების ინიციატივით გამოდის.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, სამსონ გუგავას თქმით მოსახლეობისთვის ეს დიდი შერავათი იქნება.

,,დღეს მუნიციპალური ტრანსპორტის შენახვაზე მილიონ ლარამდე იხარჯება. ეს სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრანსპორტზე გადასახადი მოვხსნათ. ეს ერთის მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს იმ ტვირთს, რაც პანდემიის პირობებში ემუქრება, მეორეს მხრივ, ქალაქი გახდება ეკონომიკურად მიმზიდველი'',- განაცხადა სამსონ გუგავამ.

მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მგავრობის საფასური დაუფინანსდეთ.

ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, სადაც 60 ერთეული ავტობუსი მუშაობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.