ახალი ამბები
სრულად ვაქცინირებული პატიმრები ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლებენ
FaceBook
პენიტენციურ დასებულებებში 27 სექტემბრიდან ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

უწყების განმარტებით,  ხანგრძლივი პაემნის განხორციელებას შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც, ასევე სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.


''ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს'',- განმარტავენ უწყებაში.

სპეციალური პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.



Print