ახალი ამბები
2021 წლის რთველი და პანდემია (R)
FaceBook

რთველი ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული დღესასწაულია საქართველოში, რომელსაც კახეთში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ის ქართული კულტურისა და ეთნოსის სიმბოლოა, რომელიც კარგად გამოხატავს ჩვენს ისტორიულ დამოკიდებულებას ვაზის კულტურასთან და საერთოდ, მიწათმოქმედებასთან. ჟამთა სვლასთან ერთად, უამრავი წეს-ჩვეულება შეიცვალა, ზოგი საერთოდ გაქრა, ბევრი ახალიც დამკვიდრდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთველი თავდაპირველი სახით შევინარჩუნეთ. ამაზე მიუთითებს ამ პროცესში უამრავი ადამიანის ჩართულობა, ჟრიამული და დღეობა. ეს ბუნებრივიცაა. რა უნდა იზეიმო იმაზე მეტად, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ფერებით მოვლილი ვაზისგან, მოსავლის მიღება.

 

პანდემიის გავლენა


პანდემიამ თითოეული ჩვენგანის კარამდე მოაღწია. ვირუსის გავრცელებამ და ამ პროცესის შემაფერხებელმა ხელოვნურმა ბერკეტებმა, დიდი გავლენა იქონია ყველა საქმიანობაზე, მათ შორის მევენახეობაზეც. ის, რომ რთველში ადამიანების მონაწილეობა, რეგულაციების დაცვით უნდა ჩატარდეს, ამ ობიექტური მოსაზრების მხოლოდ მიზერული ნაწილია. პანდემიის პირობებში, საქართველო ღვინის ექსპორტს შეფერხებებით აწარმოებს, ამასთან ჩავარდა ტურიზმის სფეროც. ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახება ღვინის ფასზე.

Holst.ge-ის წვლილი, რომლითაც ვამაყობთ


პანდემია გლობალური კრიზისია, რომელთან შეწინააღმდეგება ალბათ არავის ძალუძს. თუმცა, არსებობს კომპანიები, რომლებიც ცდილობენ მათი მომხმარებლებისთვის ყოფა შეძლებისდაგვარად შეამსუბუქონ. Holst.ge ერთ-ერთია ამ კომპანიებისგან. ამ გუნდმა ვირუსის გამოჩენისთანავე გაიაზრა რა მნიშვნელობა ექნებოდა მათ არსებობას და დახმარებას სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებისათვის, სოციალური დისტანციის რეგულაციების ქვეშ. ონლაინ ჰიპერმარკეტი Holst.ge მომხმარებელს სთავაზობდა და სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიულ ხელსაწყოებს შემდეგი სრულყოფილი სერვისებით:

●        ონლაინ ვებ-გვერდი, სადაც თქვენი სასურველი პროდუქტის სრულ დახასიათებას გაეცნობით და იქვე შეძლებთ შეძენას;

●        უფასო მიწოდების სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით;

●        ხანგრძლივი გარანტია პროდუქტებზე;

●        ქოლ-ცენტრის ოპერატორები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ;

●        სოციალური ქსელის ოპერატორები, რომლებიც ნებისმიერ კითხვაზე გაგცემენ პასუხს;

●        გარანტიის ფარგლებში, პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში, შეკეთების სერვისი;

იქამდე სანამ რთველს ვიზეიმებთ, არის ვაზის მოვლის ხანგრძლივი პერიოდი, რომლის შედეგსაც შემოდგომაზე ვიმკით. ამ პროცესში კი უამრავი ხელსაწყოა საჭირო. სწორედ, ხარისხიანი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების ხელმისაწვდომ ფასად, დროულად მიწოდებაზეა ორიენტირებული ონლაინ ჰიპერმარკეტი Holst.ge, რომელსაც უკვე ჰყავს თავისი მზარდი რაოდენობის ერთგული მომხმარებელი.

რის შეძენას შეძლებთ Holst.ge-ზე?


„Holst.ge-ის გუნდი ორიენტირებულია კმაყოფილ მომხმარებელზე, რომელიც თავის მხრივ, ამ ვებ-გვერდის პოპულარიზაციას ეწევა. ეს ჩაკეტილი წრეა. არ არსებობს წარმატებული ბიზნესი კმაყოფილი მომხმარებლის გარეშე და თუ არსებობს, ეს ჩვენ ნამდვილად არ ვართ“ - ამბობს ონლაინ ჰიპერმარკეტის დამფუძნებელი.

ონლაინ ჰიპერმარკეტი გთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქციას, დაწყებული ელექტრო ინდუსტრიული ხელსაწყოებიდან, დამთავრებული - უბრალო ბარით თუ თოხით. ამ ყოველივეს სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს. თუმცა ამ სტატიაში, განვიხილეთ ვაზის მოვლასთან დაკავშირებული რამდენიმე პროდუქტი, რომელიც Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

Lux-Garden SPR-16L შესაწამლი აპარატი ლატუნის ნაკრებით

 

  • ბრენდი                                       LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი                  შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე                               12V 8Ah/20 hrs
  • კვების წყარო                            ელემენტზე
  • წარმადობა                               4.0 ლ/წთ
  • გარანტია                                    1 წელი
  • წონა (კგ)                                    5.31

კომპლექტაცია:

  • ლატუნის შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი Lux-Garden-ის შესაწამლი აპარატებისაგან ერთ-ერთი ეს მოდელია, რომელიც ელემენტზე მუშაობს. შესაწამლი აპარატის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, როგორც სიმძლავრე და წარმადობა, ასევე მისი მასა. ვინაიდან, წამალ შერეულ წყლის წონასთან ერთად, მისი ტარებაც მოგიწევთ. მძიმე შესაწამლი აპარატის შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ადამიანებისთვის. ამიტომ, კარგი იქნება თუ თქვენს შესაძლებლობებს ზედმეტად არ შეაფასებთ. ეს შესაწამლი აპარატი გამოირჩევა მაღალი წარმადობით, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეწამვლის პროცედურა მალე მოითავოთ. შესაწამლი აპარატი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით: ლატუნის შესაფრქვევი თავებით - რომელიც არასდროს იჟანგება და სწორი მოვლის შემთხვევაში არ იბინდება, დამტენითა და ქამრით.

შესაწამლი აპარატის უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით:

●        მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ;

●        გააჩნია მაღალი წარმადობა;

●        არის მსუბუქი და კომფორტულია მუშაობისას;

●        მაღალხარისხიანია და გამძლე;

IDAI NATURE - თხევადი ორგანული სასუქი - 1 ლიტრი - ფერტირეგ ექსტრა

 

  • ბრენდი                                   IDAI NATURE
  • პროდუქტის ტიპი                  ორგანული სასუქი
  • პრეპარატული ფორმა            თხევადი
  • მწარმოებელი ქვეყანა            ესპანეთი
  • კულტურა                               ყველა
  • მოცულობა                             1 ლ

 

  • მოქმედი ნივთიერება         :

სულ ორგანული ნივთიერებები - 45.0%; სულ ორგანული ნახშირბადი (C) - 26.1%; სულ ამინომჟავები - 4.0%; ორგანული აზოტი (N) - 2.0%; სულ კალიუმის ოქსიდი (K2O) - 2.0%; pH5.5

Holst.ge-ზე ასევე შეძლებთ ისეთი მინერალური სასუქის შეძენას, რომლის მაღალი ხარისხი და მცენარის მიმართ უვნებლობა, მრავალი ქვეყნის სპეციალური ჯგუფების მიერ არის დამტკიცებული. IDAI NATURE-s თხევადი მინერალური სასუქი ერთ-ერთია Holst.ge-ზე წარმოდგენილი დიდი არჩევანისგან. ისინი ძირითადად დანიშნულების მიხედვით განსხვავდება, რომელიც სხვადასხვა მცენარეულ კულტურებს მოიცავს. ამ სასუქის გამოყენება კი ნებისმიერ მცენარეზე შეგიძლიათ, მათ შორის ვაზზე.

KEY - თხევადი - 1ლიტრი - ინსექტოილ ქეი

 

  • ბრენდი                                       KEY
  • პროდუქტის ტიპი                  ინსექტიციდი
  • პრეპარატის ფორმა                 ემულსიის კონცენტრატი
  • მოქმედი ნივთიერება             პარაფინირებული ზეთი 79% (790 გ/ლ)
  • მწარმოებელი კომპანია          INDUSTRIAL QUÍMICA KEY, S.A.
  • მწარმოებელი ქვეყანა            ესპანეთი
  • მოცულობა                               1 ლ

 

  • კულტურა:

ხეხილი, ციტრუსი, ვაზი, კაკალი, თხილი, ნუში, დეკორატიული მცენარეები, ზეთისხილი

აგრო კულტურებს უამრავი მტერი ჰყავს. სხვადასხვა მწერები, რომლისგანაც უნდა დაიცვათ. ამისთვის არსებობს პესტიციდები. პესტიციდებს მინიმუმამდე დაჰყავს მცენარის დაზიანება და ხელს უწყობს მის სრულფასოვან ზრდა-განვითარებას. პესტიციდების შეძენა რა თქმა უნდა, Holst.ge-ზეა შესაძლებელი.

IDAI NATURE თხევადი ბიოლოგიური პრეპარატი-1 ლიტ-ბროტავერდი

 

  • ბრენდი                                   IDAI NATURE
  • პროდუქტის ტიპი                  ბიოსტიმულატორი
  • პრეპარატული ფორმა            სითხე
  • მწარმოებელი ქვეყანა            ესპანეთი
  • კულტურა                               ყველა
  • მოცულობა                             1 ლ

 

  • მოქმედი ნივთიერება :

წყალში ხსნადი სპილენძი (Cu) - 1.8 %; წყალში ხსნადი მანგანუმი (Mn) - 0.8 %; წყალში ხსნადი თუთია (Zn) - 0.5 %; კომპლექსური აგენტი: ლიგნოსულფიტური მჟავა კომპლექსური მოქმედი ნივთიერება: ალუმინის ლიგნოსულფონატი

 

  • დამატებითი ინფორმაცია:

რეკომენდირებულია ნებისმიერი სახლისა და ეზოს მცენარისთვის.

ბიოსტიმულატორები ძირითადად მაშინ გამოიყენება ხოლმე, როცა მცენარე უკვე დაზიანებულია. ბიოსტიმულატორების და პესტიციდების კომბინაციით თქვენ შეძლებთ მცენარეს პირვანდელი სახე დაუბრუნოთ. ბიოსტიმულატორები ეხმარება მცენარეს აღდგენით პროცესში და პესტიციდების ათვისებაში.

Lux Garden LG-001 ხელის სეკატორი

 

  • ბრენდი                                   LUX GARDEN
  • ზომა                                       8''
  • პირების მასალა                      SK5
  • ტარის მასალა                         ალუმინი რეზინის მოსაჭიდით
  • წონა (კგ)                                 0.29

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Holst.ge-ზე ნებისმიერი სამეურნეო ხელსაწყოს შეძენა შეგიძლიათ. მათ შორისაა სეკატორი, იგივე ვაზის მაკრატელი. ვაზის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი გასხვლაა, რის დროსაც სეკატორია საჭირო.

ერთი სიტყვით, არ არსებობს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ნივთი, რომელიც Holst.ge-ზე არ შეგხვდებათ. ეწვიეთ ვებ-გვერდს და შეიძინეთ დისტანციურად, მარტივი პროცედურის გავლით.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #holst.ge #რთველი
მსგავსი სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ
ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
12:25 / 02.12.2021
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
იმერეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში
გაზმომარაგება გეგმიური სამუშაოების გამო შეწყდება.
11:14 / 02.12.2021
იმერეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზმომარაგება გეგმიური სამუშაოების გამო შეწყდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.