ახალი ამბები
"ნამახვანჰესის" მშენებლობის ხელშეკრულებას საერთაშორისო კომპანია შეისწავლის
FaceBook
რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებელ კომპანია "ენკსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებას საერთაშარისო კომპანია “CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP” ( “CMS”) შეისწავლის.

მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის შემსწავლელი ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოავლინა.

კომპანიამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი და შეადაროს საერთაშორისო პრაქტიკას.

კომპანია "ენკაში" განმარტავენ, რომ  პროსცეში არ ერევიან. მათი თქმით, საკითხის სრულ კოორდინირებას იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს.

რაც შეეხება, ხეობაში ჰესის სამშენებლო პროცესს, იმის მიუხედავად, რომ ადგილზე ტექნიკა არ მუშაობს, "ენკა" ირწმუნება, რომ სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

უწყებამ დოკუმენტის შემსწავლელი ორგანიზაციის გამოსავლენად სახელმწიფო შესყიდვა მაისში, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს ხელშეკრულების შესწავლა დაავალა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ხეობაში ჰესის მშენბელობას ყურადღება ფართომასშტაბიანი აქციების გამართვის და ხეობის "მცველების" სისტემატური პროტესტის შემდეგ მიაქცია.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ადგილობრივების პროტესტი 316 დღეა უწყვეტად გრძელდება.

მათი მოთხოვნაა:

გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.