ახალი ამბები
ქუთაისის კლინიკაში ინფიცირებული ტყუპი ჩვილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა
14:33 / 08.09.2021
ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 21 დღის ტყუპი ჩვილები
კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
კლინიკაში ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ,
თუმცა განმარტავენ რომ მათ გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს
აკეთებენ.
"ფილტვების 80% მოცული აქვს პნევმონიას. იმყოფებიან მართვით
სუნთქვაზე. ჩვილები არიან დღენაკლული, კოვიდმა კი მათი მდგომარეობა
ათჯერ უფრო დაამძიმა, ყველაფერი კეთდება მათ გამოსაჯანმრთელებლად", -
განმარტავენ კლინიკა ,,ბომონდში''.
ტყუპი ახალშობილები ქუთაისის კლინიკაში 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის
შედეგად
დაიბადნენ.
8 კვირის ინფიცირებული ორსულისთვის, საკეისრო კვეთის ჩატარება მას
შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ოჯახის
წევრებმა თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, იგი 2 სექტემბერს
გარდაიცვალა.
47 წლის ქალი შვილს 10 წელი ელოდა.
მასალის გამოყენების პირობები