ახალი ამბები
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 425 სტუდენტი ჩაირიცხა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა ახალი ნაკადი მიიღო.

KIU-ს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი 1848 სტუდენტმა გამოხატა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 425-მა მათგანმა გადალახა.

"უმაღლესი შედეგების მქონე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან არიან. ერთიან ეროვნულ გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრების გუნდის 2 წევრი და უცხოელი სტუდენტები. პანდემიის მიუხედავად KIU-ში სწავლის სურვილი გამოხატეს უცხოელმა აბიტურიენტებმაც, შესაბამისად, წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ უცხოელი სტუდენტებიც უკრაინიდან და ბელარუსიიდან",
- აცხადებენ უნივერსიტეტში.

სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში სექტემბრის ბოლომდე დაიწყება, ხოლო კამპუსზე სტუდენტების მიღება ოქტომბრიდან არის ნავარაუდევი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. მაშინ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 246 სტუდენტი ჩაირიცხა. ეს ის უნივერსიტეტია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით, 60 000 სტუდენტს უნდა ესწავლა.
Print