ახალი ამბები
ქუთაისის კლინიკაში, ინფიცირებული ტყუპი ჩვილების მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
FaceBook

ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 18 დღის ტყუპი ჩვილები კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.


სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილების მდგომარეობას უმძიმესად აფასებენ.

"ფილტვების 80% მოცული აქვს პნევმონიას. რა თქმა უნდა, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. შევძლებთ თუ არა მათ გადარჩენას, ეს მათ ორგანიზმზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რისი შესაძლებლობაც არსებობს. გარდა იმისა, რომ ჩვილები არიან დღენაკლული, კოვიდმა მათი მდგომარეობა ათჯერ უფრო დაამძიმა"
, - ამბობს კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა ბარათაშვილი.

ტყუპი ახალშობილები ქუთაისის კლინიკაში 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ.

28 კვირის ინფიცირებული ორსულისთვის, საკეისრო კვეთის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ოჯახის წევრებმა თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, იგი 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

47 წლის ქალი შვილს 10 წელი ელოდა.

 

Print