ახალი ამბები
"წყალტუბო გახდება გამორჩეული კურორტი" - "ქართული ოცნების" მორიგი წინასაარჩევნო დაპირება
FaceBook
მმართველ გუნდს წყალტუბოს აღორძინების დაპირება ისევ წინასაარჩევნოდ გაახსენდა.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქს სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ წყალტუბოს განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"წყალტუბოს განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. უკვე დასრულებულია მუშაობა გენგეგმაზე, რომლის განხილვებიც დაწყებულია. ჩვენ ვაწარმოებთ საუბრებს ძალიან დიდ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან წყალტუბოში სასტუმროების აღდგენით. ყველა ის სასტუმრო, რომელიც ერთ დროს იყო განვითარებული და აღორძინებული, ისევ აღდგება და წყალტუბო გახდება გამორჩეული კურორტი", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინება ორი წლის წინ დააანონსა. ყოფილი პრემიერის დაპირების მიხედვით, 22 ამორტიზებულ სასტუმროს და 9 აბანოს ის პირადი სახსრებით გაარემონტებდა და ფულს მათ განვითარებაშიც დახარჯავდა.

"მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება'',- აცხადებდა ივანიშვილი.

დაპირებიდან ორი წლის შემდეგაც,  წყალტუბოში არაფერი შეცვლილა. ამორტიზებული ტურისტულ-საკურორტო ინფრასტრუქტურა კვლავ რეაბილიტაციისა და მეპატრონის მოლოდინშია. 


ამავე თემაზე:


წყალტუბო დაპირებული "აღორძინებიდან" ერთი წლის შემდეგ

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ყიდულობს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში
54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
12:49 / 22.04.2026
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი
გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.
12:31 / 22.04.2026
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.