ახალი ამბები
ჯანმოს მეცნიერი მოსახლეობას კორონავირუსის გადატანისთანავე აცრისკენ მოუწოდებს
FaceBook
,,აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ," - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები მაშინვე აიცრან.

,,კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები იმუნიტეტს იძენენ, თუმცა ეს იმუნური პასუხი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში და დამოკიდებულია იმაზე, მსუბუქი ფორმით იყავით დაინფიცირებული თუ მძიმე ფორმით. ბევრი კვლევის შედეგად ვიცით, რომ მსუბუქად, უსიმპტომოდ დაინფიცირების შემთხვევაში, ბევრ ადამიანს ანტისხეულების ძალიან დაბალი დონე შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემათ, აიცრათ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვაქცინა იმუნური სისტემის გამაძლიერებლის როლს ასრულებს".

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეებს ურჩევენ, კორონავირუსის გადატანის შემდეგ 3-6 თვით დაიცადონ, თუმცა მსგავსი მოთხოვნა რეკომენდაცია არ არის სამართლიანი.

"არსებობს განსხვავება ქვეყნების მიხედვით, ზოგიერთი ქვეყანა იძლევა რეკომენდაციას, რომ ადამიანები დაინფიცირების შედეგ 3 ან 6 თვის შემდეგ აიცრან. ეს იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ბუნებრივი ანტისხეულები, რომელიც სულ მცირე ამ პერიოდის განმავლობაში დაგიცავთ და იმიტომაც, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს ვაქცინების დეფიციტი და იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება გადატანილი აქვთ, სთხოვენ, 3 ან 6 თვის შემდეგ აიცრან. თუმცა სამეცნიერო და ბიოლოგიური თვალსაზრისით, აცრა შეგიძლიათ კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე,"- განაცხადა ჯანმო-ს მეცნიერმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში
54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
12:49 / 22.04.2026
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი
გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.
12:31 / 22.04.2026
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.