ახალი ამბები
ქუთაისის ვიცე-მერი კომპანიებს - გაითვალისწინონ, სამუშაოების ხარისხი და ვადები გაკონტროლდება
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა დაიწყო.
როგორც ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი განმარტავს, მომავალი წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კომპანიების მხრიდან სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას.

"ამ მოთხოვნების მკაცრი გაკონტროლებით მიმდინარეობდა მიმდინარე წლის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა იყვნენ ორგანიზაციები რომელთა არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებაც გამოიწვია. ამიტომ, 2016 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამუშაოების დროულ და ხარისხიანად ჩაბარებას,"- ამბობს მიქიაშვილი.

ქუთაისში  უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულებული პროექტის მაგალითად მიქიაშვილმა  ყაზბეგის ქუჩის გრანიტის ფილებით მოპირკეთებითი სამუშაოები მოიყვანა, სადაც სამშენებლო კომპანია "გზა 21" მუშაობდა.

როგორც მიქიაშვილი განმარტავს, სამშენებლო კომპანიასთან დადებული  ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 533112 ლარს.
ორგანიზაციამ სამუშაოების შესრულება ვერ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა ჯარიმა 0.1%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 43183 ლარი.

"საერთო ჯამში ორგანიზაციას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაუკავდა 53091 ლარი, გარდა ამისა კომპანია შავ სიაშია, რის გამოც ორი წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით ვერსად ვერ შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, ყველა დაინტერესებულ მეწარმეს და კომპანიას  მოვუწოდებ მიიღოს მონაწილეობა ტენდერში, თუმცა გაითვალისწინონ, რომ სამუშაოების ხარისხი და ვადები გაკონტროლდება," - განმარტა ნოდარ მიქიაშვილმა.

როგორც მერიაში განმარტავენ, 2016 წელს ქუთაისში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად  და ხარისხიანად შესრულების მიზნით, მიმდინარე სამუშაოები ინსპექტირების ჯგუფების მიერ ყოველდღიურად გაკონტროლდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.