ახალი ამბები
"მსმენელი არ უნდა აიძულო ხათრით დაუკრას ტაში" - რა მოხდა თემურ ელიავასა და რიონ აბუსელიძის პოეზიის საღამოზე ქუთაისში
FaceBook
თემურ ელიავას და როინ აბუსელიძის პოეზიის საღამო გაიმართა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოეტებმა ლექსები მრავალრიცხოვან აუდიტორიაში წაიკითხეს. თუმცა, აუდიტორიის ნაწილს პოეზიის საღამო არ მოეწონა და კითხვა-პასუხის დროს უკამყოფილება გამოთქვა პოეტების მისამართით.

სტუდენტების ნაწილმა დარბაზი საღამოს დამთავრებამდე დატოვა.

"როდესაც სხვა ქალაქიდან იწვევ პოეტებს, ისეთი კულტურული ღირებულებების მქონე ქალაქში, როგორიც ქუთაისია, ვფიქრობ ისინი სიახლით უნდა წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. მსმენელი არ უნდა აიძულო, ხათრით დაუკრას ტაში, " - განაცხადა  ფრიდონ სულამანიძემ, რომელიც პოეზიის საღამოს ესწრებოდა. 

სამაგიეროდ, პოეზიის საღამო დადებითად შეფასეს მოწვეულმა პოეტებმა.

"მოხარული ვარ რომ ქუთაისმა გვიმასპინძლა და იმითაც, რომ ამდენ ადამიანს უყვარს პოეზია. დარბაზიდან წამოსული პრეტენზიაც მისაღებია,"- ამბობს პოეტი როინ აბუსელიძე.

"ქუთაისში მესამე პოეზიის საღამოს ვმართავთ. პოეზია ისეთი რამაა, ვიღაცას მოეწონება ვიღაცას არა," -  განაცხადა პოეტმა თემურ ელიავამ.

პოეზიის საღამოს მსმენელებთან ერთად დამწყები პოეტებიც ესწრებოდნენ .

ლიკა დევდარიანი
ელენე ქარციძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.