ახალი ამბები
"გახარიას პარტიასთან კომუნიკაციის გამო მსჯიან" - ტყიბულის მერიის თანამშრომელი
FaceBook
ტყიბულის მერიის თანამშრომელი მმართველ პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს.
სოციალური სამსახურის უფროსი ნელი ქარელი  ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" ადგილობრივ წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ შეიტყო და უთხრა, რომ პარტიამ მისი სამსახურიდან გაშვება მოითხოვა. 

"5 აგვისტოს დამიბარა  მერმა და მითხრა, რა ქენი გახარიას პარტიაში გადახვედიო?  პარტია შენს გათავისუფლებას მთხოვსო. მე  ვუთხარი, რომ განცხადების დაწერას არ ვაპირებ და არც ვგეგმავ კიდეც სამსახურიდან წასვლას.  არ დავმალავ და ვიტყვი, რომ "ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ არ მაქვს უფლება პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ მომწონდეს?!  რაც 2012 წლამდე ხდებოდა და თქვენც, მეც, ყველანი ასე ვებრძოდით, მეორდება, ოღონდ წითელი ფერი ლურჯმა შეცვალა",
- ამბობს ის.

შეპირების მიუხედავად ტყიბულის მუნიციპალიტეტის  მერმა თემურ ჩუბინიძემ საკითზე საუბარი არ ისურვა. 

რაც შეეხება პარტიას, "ქართული ოცნების"  ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციის  თავმჯდომარე  დავით კუბლაშვილი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი ქონია. ჩვენ  პარტიის ცენტრალურ ოფისსაც დავუკავშირდით, სადაც  პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გრეტა წიწავამ გვითხრა, რომ საკითხს გაარკვევდა,  თუმცა, მოგვიანებით მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. 

ნელი ქარელი ტყიბულის მერიის სოციალურ სამსახურს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღვინის ფესტივალი
15:28 / 04.10.2022
9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღვინის ფესტივალი "ღვინის დღეები საქართველოში" გაიმართება.
სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს
უმდიდრეს ადამიანთა ახალი ინდექსი.
12:37 / 04.10.2022
სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ახალი ინდექსი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.