ახალი ამბები
გელათში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა
FaceBook
ვინ დაუშვა შეცდომა გელათის გადახურვის დროს და რა მასშტაბის ზარალი მიადგა მონასტერს, ჯერ არ უთქვამთ უცხოელი ექსპერტებს.

იუნესკოს სპეციალისტების მიერ ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შეკითხვებს არ პასუხობენ. შესაბამისად, უცნობია რა ეტაპზეა დასკვნა და როდის იქნება ის ხელმისაწვდომი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შეკითხვებს არ პასუხობენ.

უცხოელ ექსპერტთა ჯგუფმა გელათში დაზიანებების შესწავლა 23 ივნისს დაიწყო. სპეციალისტებმა მონასტერში ხუთი დღე იმუშავეს. პირველადი მოკვლევის შედეგად, იუნესკოს წარმომადგენლებმა მდგომარეობა საგანგაშოდ შეაფასეს და თქვეს, რომ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წყლის ინფილტრაცია გრძელდება. საბოლოო დასკვნა კი, ივლისის შუა რიცხვებში უნდა ყოფილიყო.

"ფრესკები, რომლებიც ეკლესიაშია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია.  სახურავის გარკვეულ ნაწილზე ძველი ტექნიკით გადახურვა შეიცვალა ახალი ტექნოლოგიით და ჩვენ  ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული. ბევრი ფაქტორი არსებობს და კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა გაირკვეს, რა არის ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა მის დაზიანებაზე", -  განაცხადა უგო ტონიეტიმ.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ამავე თემაზე:

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში

ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)

ვის არ მოსწონს გელათი?!

რა გააკეთა კულტურულმა მემკვიდრეობამ გელათში ბოლო ვიზიტიდან დღემდე

გელათის მონასტერზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დასრულდა

გელათის გადახურვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დაჯარიმდნენ და პროცესს ჩამოშორდნენ



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.