ახალი ამბები
"მზად ვარ..." - ქუთაისში "ოცნება" მერობის კანდიდატს არჩევს
FaceBook
"ქართული ოცნება" ქუთაისში მერობის კანდიდატს არჩევს.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მმართველი გუნდი არჩევანს საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას, ვიცე-მერს დავით ერემეიშვილსა და ქუთაისის ყოფილ მაჟორიტარს, დიმიტრი მხეიძეს შორის აკეთებს.

სავარაუდო კანდიდატები "ოცნებასთან" კონსულტაციებს არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მზად არიან ნებისმიერი წინადადება მიიღონ, რასაც გუნდი გადაწყვეტს.

"ამ საკითხზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა. ამ დროისთვის წარმოვადგენ ქუთაისის საკრებულოს. რასაც გადაწყვეტს "ქართული ოცნება" იქ ვიქნები და მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

მერობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს დიმიტრი მხეიძეც, თუმცა, ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია.

"ვერ დაგიდასტურებთ, რომ მსგავის შემოთავაზება იყო. თუმცა,  მზად  ვარ ჩემი ქალაქის საკეთილდღეოდ ნებისმიერი თანამდებობა მივიღო", - ამბობს დიმიტრი მხეიძე. 

მერობის შეთავაზებას უარყოფს ვიცე-მერიც.

"არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. თქვენგან მესმის პირველად. არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. ვნახოთ რა იქნება", - ამბობს დავით ერემეიშვილი.

პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებს. სწორედ ამ დროს იგეგმება ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომებრში გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.