ახალი ამბები
სტატისტიკა საგანგაშოა - ქუთაისში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
FaceBook
25 ნოემბერს, ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

აქცია საქართველოს მასშტაბით ქალთა მოძრაობის მიერ არის ინიცირებული. ქუთაისში აქციას ორგანიზება გაუკეთა  ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა. 

ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა! ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!- ამ ფრაზებით აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას განუმარტავენ, რომ 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს!

აქციის ორგანიზატორთა  განცხადებით, ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

"25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს, როგორც მთელ საქართველში, ასევე ქუთაისშიც გაიმართა აქცია ადრეული ქორწინების დაგმობასთან დაკავშირბეით. ადრეული ქროწინება საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო მეორე ადგილს იკავებეს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებიღ, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს გოგონათა განვითარებახე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკაში ქალები ნაკლებად არიან ჩართული, ნაკლებად არიან დასაქმებული.
გოგონები დაკავებული უნდა იყვნენ განათლების მიღებით და არა ოჯახური საქმეებით, რაც იწვევს დიდი პრობლემას. ქუთაისმა დააფიქსირა თავისი აზრი ამის საწინააღმდეგოგ," -აღნოშნა "ახალგაზრდული ცენტრის წევრმა აკაკი საღინაძემ.

საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

"საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა "ქორწინება" შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით", - აღნიშნეს აქციაზე. 

ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.