ახალი ამბები
ქუთაისში სტუდენტებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდებათ
FaceBook
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტები, რომლებიც "თიბისის" სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ.
,,თიბისი'' ბანკის ინფორმაციით,  სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში მგზავრობის საფასური განახევრდება და  40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

სიახლე 14 ივლისიდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში "თიბისისა" და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი.

ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არც დაუწყია.

მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა.
11:19 / 14.06.2024
საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.
09:40 / 14.06.2024
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.