ახალი ამბები
დევნილთა კორპუსში მერიის წარმომადგენელსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ხმაურია.

დაპირისპირება მერიის თანამშრომელსა და ადგილობრივებს შორის მოხდა.

ქუთაისის მერია ცდილობს დევნილთა საცხოვრისის მეორე სართულის შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყოს, სადაც საბოლოოდ უსახლკაროთა თავშესაფარი უნდა მოეწყოს.



დევნილები ცდილობდნენ ადგილზე მისული მუშებისთვის და მერიის წარმომადგენლებისთვის სარემონტო სამუშაოების დაწყებაში ხელი შეეშალათ რასაც სიტყვიერი დაპირსიპირება მოჰყვა.

დაპირისპირების დროს ერთ-ერთი ადგილობრივი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დევნილები ამბობენ, რომ ვიდრე ბინით არ დაკმაყოფილდებიან, შენობას არ დატოვებენ.

მანამდე ქუთაისის მერიამ, დევნილებს, რომლებსაც ერთი თვეა შენობის დატოვებას აიძულებს კარი აუჭედა და ზედა სართულებზე გადაადგილება აუკრძალა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.