ახალი ამბები
,,საროჩკა'' შემოიხია და გადააგდო'' - მეუფე იოანე ,,ფორმულას'' ჟურნალისტის ცემასთან დაკავშირებით
FaceBook
ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტი  მეუფე იოანე ხუთ ივლისს ,,ფორმულას'' ჟურნალისტის რატი წვერავას ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
მეუფე იოანე გამრეკელის თქმით, რატი წვერავამ  "საროჩკა'' თვითონ შემოიხია და ჩხუბიც თავად დაიწყო.

"ეუბნები იმას (ჟურნალისტს) , რომ აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდა აქ მოვიდე. არა, გთხოვ, ნუ მოხვალ. ეს ზონა შენთვის არ არის. არა, აქ მინდა მოვიდე. გაჰყავთ, რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო და წიხლებს იყრევინება. უარესად იწვევდა აგრესიას. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, რომ 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. გამოგაგდეს, წადი აქედან. "საროჩკა" სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და დაიწყო ჩხუბი. იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმარო? შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებაში ქცევისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას, ვისგან? თავხედობის? კადნიერების ? დაუშვებელია", - ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი.

5  ივნისს, თბილისში "თბილისი პრიადის" მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს, სადაც ძირითადად სასულიერო პირები იყვნენ. აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს.  რატი წვერავა 5 ივლისს გამართულ აქციაზე მეუფე იოანესთან მივიდა რათა კითხვა დაესვა, მოსწონდა თუ არა ის რაც აქციაზე ხდებოდა.

ჟურნალისტის თქმით, კითხვის დასმის შემდეგ მის მიმართ აგრესიით განეწყვნენ.

"ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა, ყველა მირტყამდა. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა გავქცეულიყავი. ოპერატორი საერთოდ დავკარგე, არ ვიცოდი, სად იყო. ამ დროს ვიღაცამ პერანგი შემომახია. იქვე სასულიერო პირი იდგა, რომელმაც დამინახა და ეტყობა, გადაწყვიტა, ცემა არ ეყოფოდაო და ცხელი ყავა გადამასხა სხეულზე. აფექტში ვიყავი, იმდენი ადამიანი მირტყამდა'',- ამბობს ,,ფორმულას'' ჟურნალისტი რატი წვერავა.

5 ივლისის  აქციაზე დაშავდა სხვადასხვა მედია ორგანიზაციის 53 წარმომადგენელი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.