ახალი ამბები
ქუთაისის მერია დევნილებს შენობის დატოვებას აიძულებს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერია დევნილებს ამორტიზებული შენობის დატოვებას აიძულებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის მოწყობა გადაწყვიტა. შენობაში კი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ იქ მცხოვრები ექვსი ოჯახის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია. დევნილებს ახლა ცხოვრება მტვერსა და ხმაურში, სამშენებლო მასალებთან ერთად უწევთ.

პერიოდულად, შენობაში მცხოვრებლები კომპანიას სამუშაოების შესრულებაში ხელს უშლიან, თუმცა, ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს დაცვის პოლიცია, რაც დევნილებს მუდმივ შიშსა და სტრესში აცხოვრებს.

მერია დევნილებს რეკონსტრუქციის დასრულებამდე ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას პირდება და ეუბნება, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში მათ დევნილთა სამინისტრო ბინით არ დააკმაყოფილებს, უკვე რეაბილიტირებულ შენობაში დააბრუნებს. თუმცა, მერია ტყუის, როცა შენობაში მცხოვრებლებს ბინის მოლოდინში ამყოფებს, რადგან უწყებამ ქუთაისიპოსტთან საუბარში არაერთხელ განმარტა, რომ გუგუნავას #12-ში არსებული ამორტიზებული შენობა მათთვის დახურული ობიექტია და რომ იქ მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ განიხილება. შესაბამისად, გაურკვეველია ექვსი დევნილი ოჯახის ბედი, რომლებიც 28 წელია ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ, ახლა კი მერია მის დატოვებასაც აიძულებს.

ქუთაისის მერიამ შენობის სოციალური საცხოვრისად გადაკეთება გასულ წელს გადაწყვიტა. სამუშაოები ბიუჯეტს 821 820 ლარი დაუჯდება. ქუთაისში, ეს უკვე მეორე სოციალური საცხოვრისი იქნება, სადაც უსახლკარო ადამიანებს დროებითი ცხოვრების უფლებით შეასახლებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა ამ დრომდე არ პასუხობს შეკითხვას, რატომ დაიწყო სამუშაოები შენობაში, სადაც დევნილები ჯერ ისევ ცხოვრობენ და რა ბედი ეწევა აფხაზეთიდან დევნილ ექვს ოჯახს. 

ამავე თემაზე:

დევნილები ქუთაისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ


"ქუჩაში ვრჩებით" - დევნილებმა, რომლებსაც შენობას ატოვებინებენ, აქცია გამართეს

“ამ ზამთარს ვერ გადავიტანთ” - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისის მერია ახალ საერთო საცხოვრისს აწყობს, თუმცა, არ ამბობს ვისთვის (ფოტო)


ქუთაისის მერი ახალი სოციალური საცხოვრისის მოწყობის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით
- ინფორმაცია გამშვებ პუნქტებზე გროვდება, ანალიზი ხორციელდება და
მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირთან
მიმართებით,
16:12 / 26.09.2022
საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით - ინფორმაცია გამშვებ პუნქტებზე გროვდება, ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირთან მიმართებით,
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიიანი
მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს.
16:06 / 26.09.2022
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.