ახალი ამბები
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლიორები მუშაობენ
FaceBook
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდას, "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლები აკონტროლებენ.
პირველ ეტაპზე ავტობუსებში კომპანიის მხოლოდ ხუთი წარმომადგენელია, რომლებიც  სხვადასხვა ხაზზე არიან გადანაწილებული. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კონტროლიორების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება და ყველა ავტობუსში იქნება წარმომადგენელი, რომელიც მგზავრებს თანხის გადახდის შემდეგ სამგზავრო ბილეთს გადასცემს.

პარალელურად, მუშაობს საბარათე სისტემა და მგზავრები თანხას სპეციალურად დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით იხდიან.

ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან  ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არ დაუწყია.

მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.