ახალი ამბები
სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს პოსტზე ყოფნის დრო გადაუვადდებათ
FaceBook
საქართველოს სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს სამხატვრო ხელმძღვანელებად ყოფნის დრო 2022 წლის იანვრამდე გადაუვადდათ.

პოსტზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება პირადად კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივა და გადაწყვეტილებაა. 

მან ამის შესახებ თეატრების ხელმძღვანელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურებათ ამ პოზიციაზე მუშაობის ოთხწლიანი ვადა (ასეთი არის სულ 21 სამხატვრო ხელმძღვანელი). 

თეა წულუკიანის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზანია, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს მიეცეთ ახალ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობის მეტი დრო.

მინისტრის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თეატრის სფეროში გასატარებელ რეფორმაზე იმუშავებს და შეხვედრის მონაწილე სამხატვრო ხელმძღვანელებსაც მიეცემათ აღნიშნულ ჯგუფში მუშაობის საშუალება. 
Print