ახალი ამბები
დევნილები ქუთაისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩა N12-ში მდებარე ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები დევნილები, მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, სამართალდამცველები შენობასთან უკვე ორი კვირაა მორიგეობენ. ეს პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მათ  შენობა, სადაც ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისს აწყობს, უნდა დაცალონ. დევნილები მერიის მხრიდან მუქარაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შენობიდან იძულების წესით გაყვანის მოლოდინში არიან. 

"საბინაო სამსახურის უფროსი მოვიდა და მას მოყვა დაცვის პოლიცია იარაღით. 24 საათი აქ დგანან. გვეუბნებიან,  შენობა უნდა დატოვოთო. რომ წავიდეთ,  სად წავიდეთ? ჩვენ სხვა საცხოვრებელი არ გვაქვს, წლებია აქ ვცხოვრობთ.  პოლიციასთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მათი აქ ყოფნა მუდმივ სტრესში გვამყოფებს
", - განმარტავს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ირინა ბაღათურია.

ქუთაისის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ადგილობრივებს არავინ დამუქრებია. მისი თქმით, შენობას რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს, ადგილობრივები კი, ამაში ხელს უშლიან.

"შენობა არის მერიის ბალასზე, მას უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია.  ადგილობრივები ხელს უშლიან ამ პროცესს. დაცვის პოლიცია იმიტომ დგას, რომ შენობაში უცხო პირის შესვლა არ მოხდეს, ან რამის დაზიანება. დაცვის თანამშრომლები მანამდე იქნებიან იქ, სანამ რეკონსტრუქცია არ დასრულდება. ჩვენ ამ ადამიანებს ქირით გადაყვანას ვთავაზობთ, უბინაოდ არავინ დატოვებს მათ.  დევნილთა სამინისტროსაც მივმართეთ, რომ უზრუნველყონ მათი ბინით დაკმაყოფილება. თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ, მაშინ რეკონსტრუქციის შემდეგ დაბრუნდებიან შენობაში",- განმარტავს ჯონი არაბიძე.

გუგუნავას N12-ში 7 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილები 28 წელია ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ. კორპუსს არ აქვს ფანჯრები, დაზიანებულია იატაკი და კედლები, წყალი ჩამოდის სახურავიდან. არ აქვთ ინდივიდუალური სააბაზანო და სასმელ წყალს საერთო საპირფარეშოს ონკანიდან იღებენ. ბოლო პერიოდში პრობლემებს სარდაფში დამდგარი წყალიც დაემატა. ოთხსართულიან შენობაში დაზიანებული მილებიდან წყალი ჟონავს და სარდაფში გროვდება, რის გამო შენობაში ნესტია. გაჩნდა მღრღნელები და ქვეწარმავლები. კედლებიდან ყოველდღიურად ცვივა ბათქაში. დაზიანებულია შენობის გარე ფასადი. დევნილები ამბობენ, რომ ცხოვრება ყოველდღიურად უფრო გაუსაძლისი ხდება.

ქუთაისის მერიამ შენობის სოციალური საცხოვრისად გადაკეთება გასულ წელს გადაწყვიტა. სამუშაოები ბიუჯეტს 821 820 ლარი დაუჯდება. ქუთაისში, ეს უკვე მეორე სოციალური საცხოვრისი იქნება, სადაც უსახლკარო ადამიანებს დროებითი ცხოვრების უფლებით შეასახლებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.