ახალი ამბები
ქუთაისში „სტუდენტური დღეები - 2015“ საზეიმოდ დაიხურა
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული, შიდასაუნივერსიტეტო "სტუდენტური დღეები" საზეიმოდ დაიხურა.

აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა - ბესარიონ კანთელაძემ და ხატია კლდიაშვილმა "სტუდენტური დღეების" ეგიდით ჩატარებული სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

აწსუ რექტორმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს "სტუდენტური დღეების" ასე მასშტაბურად და საინტერესოდ ჩატარებისათვის. თავის მხრივ, სტუდენტურმა თვითმმართველობამ აწსუ რექტორატისა და ადმინისტრაციის უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა დააფასა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ, გაიმართა ჯგუფ "თეატრალური კვარტეტის" სოლო კონცერტი.

ჯგუფმა ღონისძიება ქუთაისზე სიმღერებით დაიწყო და თავიანთი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შეასრულა. როგორც "თეატრალური კვარტეტის" წევრებმა აღნიშნეს ეს მათთვის კონცერტი კი არა გამოცდის ჩაბარებაა ყველაზე გემოვნებიან მსმენელებთან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის
რეაბილიტაციას ახორციელებენ.
16:02 / 12.06.2026
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.