ახალი ამბები
„ქალაქმა განახორციელა უპრეცედენტი მასშტაბის რეფორმა“ -მერიის პასუხი ოპოზიციონერ დეპუტატს
FaceBook
"წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა", - ასე უპასუხა  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიას , რომელმაც ქუთაისის მერია კორუფციაში დაადანაშაულა.

გიგა შუშანიას თქმით,  მუნიციპალიტეტმა შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში" აქტივისტები დაასაქმა და ბიუჯეტი ხელოვნურად გაზარდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მერიას ახლა იმაზე ძვირი უჯდება მუნიციპალური ტრანსპორტის შენახვა, ვიდრე ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქალაქს კერძო სატრანსპორტო კომპანიები ემსახურებოდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ პეტრე ადამიამ ქალაქში განხორცილებეულ სატრანსპორტო რეფორმას გაუსვა ხაზი და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქალაქში ასებული მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა. დღეს როდესაც ქალაქმა განახორციელა უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმა, როდესაც ქალაქში გვაქვს მუნიციპალური სატრანსპორტო სერცისი, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ სადაც ისინი საერგებლობენ თანამედორვე ტიპის საგადასახადო სისტემით გაუგებარია რატომ ისმის კითხვები განსაკუთრებით საკრებულოს წევრის მხრიდან, რომელიც კარგად უნდა აანალიზებდეს მსგავსი ტიპის განხორციელების მნიშვნელობას"

ადამაძემ ისიც აღნიშნა, რომ სადღეისოდ 8 ათასი მგზავრის ნაცვლად 30 ათასი მოქალაქე შეძლებს საშეღავათო სისტემით სარგებლობას.

"მსოფლიოში არ არსებობს სატრანსპორტო სისტემა. რომელიც არ არის სუფსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოების მხრიდან არსებობდა დაკვეთა ქალაქში გვყოლოდა ხარისხიანი სატრანსპორტო სერვისი. შესაბამისად მსგავსი შემთხვევები არაობიექტურად წარმოაჩინონ რეფორმები არის წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა",- აღნიშნა ადამაძე.

ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. 

მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.