ახალი ამბები
რიონის ხეობაში დაკავებულ აქტივისტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
FaceBook
რიონის ხეობაში დაკავებული დავით ხუციშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ქეთევან თხელიძის გადაწყვეტილებით, დაკავებული ორ თვეს გაატარებს საპატიმროში, ვიდრე სასამართლო არ გადახედავს მისთვის შეფარდებულ აღმკვეთ ღონისძიებას.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან რიონის ხეობის მცველები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც მათი მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ მიმართ რეპრესიულ მეთოდებს იყენებს.

"დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო ის ბრალდება, რომელიც დააყენა პროკურორმა და სამწუხაროა, რომ მოსამართლემ გაიზიარა ეს ბრალდება და დატოვა წინასწარ პატიმრობაში დავითი. სახეზეა ის, რომ პროცესი არის პოლიტიზირებული და ის ვერტიკალი, საიდანაც იმართება სასამართლო, არის პოლიტიკური ნების გამტარი", - ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი.

დავით ხუციშვილი პოლიციამ 10 მაისს, სამართალდამცველზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, ირაკლი მუკბანიანი დააკავა. სასამართლომ მუკბანიანსაც   პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი
დააკავეს.
13:33 / 10.01.2026
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:23 / 09.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.