ახალი ამბები
რიონის ხეობაში დაკავებულ აქტივისტს ბრალს დღეს წარუდგენენ
FaceBook
რიონის ხეობაში დაკავებულ დავით ხუციშვილს მისი უფლებადამცველი უკვე შეხვდა.

ნორიკო მურღულიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.

დავით ხუციშვილი პოლიციამ 10 მაისს, სამართალდამცველზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, ირაკლი მუკბანიანი დააკავა. მუკბანიანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს პარტია “ქართული ოცნების
14:15 / 05.11.2025

ქუთაისის საკრებულოს პარტია “ქართული ოცნების" ოთხმა, სიით შესულმა დეპუტატმა, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეიწყვიტა.

ქუთაისის ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ დირექტორი თამთა ბაკურაძე,
პარტია
13:32 / 05.11.2025

ქუთაისის ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ დირექტორი თამთა ბაკურაძე, პარტია "ქართული ოცნებიდან", საკრებულოს წევრი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.