ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრომ “ენკას” დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივა
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ, სამშენებლო დოკუმენტაციის დადგენილ ვადებში მომზადება ვერ შეძლო.

ეკონომიკის სამინისტრომ კი მას დრო გაუხანგრძლივა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ უწყების მიერ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმი არ იყო ხელისუფლების მიერ ჰესის მოწინააღმდეგეებთან კომპრომისი. სინამდვილეში, საპროექტო დოკუმენტაციის არქონის გამო, კომპანიას ისედაც არ ჰქონდა ძირითადი ნაგებობის მშენებლობის უფლება და ხელისუფლებამ იცოდა ის ვადები, რაც ინვესტორს მის მოსამზადებლად სჭირდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ გარემოებით ხელისუფლებამ ისარგებლა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების  მშენებლობაზე "მორატორიუმი" ცხადდებოდა. მინისტრის ეს განცხადება საზოგადოებას დღემდე მიეწოდება როგორც კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის საპასუხოდ გადადგა. სინამდვილეში, "ენკას" შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ჰქონდა. მეტიც, სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებას "ენკა" ვერ ასწრებდა და, შესაბამისად, ჰესის ძირითადი ობიექტების მშენებლობის უფლებას კომპანია კიდევ მინიმუმ ერთი წელი ვერ მოიპოვებდა. ეს გარემოება  ხელისუფლებამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა",- მიაჩნია "სოციალური სამართლიანობის ცენტრს".

ახლა "ენკას" სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 28 თებერვლამდე შეუძლია.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 7 ივნისს აქტივისტებმა 224-ე ღამე გაათენეს კარვებში.

12 ივნისს, რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდებიან. მოძრაობა "რიონის ხეობის  გადარჩენისთვის" ერთ-ერთი  ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია. მანამდე ხეობის მცველები დღის წესრიგს არ ცვლიან და ყოველ საღამოს გუმათჰესთან "ხმაურის აქციას" ატარებენ.
ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.