ახალი ამბები
ჯანდაცვის პროგრამებისთვის ქუთაისში 945 ათასი ლარი გამოიყო
FaceBook
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისთვის სულ 945 ათასი ლარი გამოიყო.

აქედან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას 240 ათასი ლარი მოხმარდება, ხოლო სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე, გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის 500  ათასი ლარია განსაზღვრული.

22 000 ათასი ლარით განისაზღვრა ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის პროგრამა.

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისთვის სულ 3 614 000 ლარია განსაზღვრული. აქედან თანხის უმეტესი
ნაწილი 2 839 000 ლარი, სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.

ქუთასის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გასულ კვირას დაასრულა.

საერთო ჯამში, ბიუჯეტი 47, 713 700 ლარით განისაზღვრა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.