ახალი ამბები
"ეს იყო პროვოკაცია"- ხეობის მცველებმა დაკავებულ აქტივისტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
FaceBook
რიონის ხეობის მცველებმა მათ ერთ-ერთ დაკავებულ აქტივისტს, ირაკლი მუკბანიანს მხარდაჭერა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გამოუცხადეს.

რიონის ხეობის მცველები მომხდარს პოლიციის მხრიდან პროვოკაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით მათ მარგინალიზებას ცდილობს. აქტივისტები არ უარყოფენ იმას, რომ დაკავებულმა, გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს პოლიციის მიერ წინასწარ დადგმული სცენა იყო.

"ნამდვილად მოხვდა მოქნეული ხელი პოლიციელს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განვითარდა შემდგეგ მოვლენები. სამი დღე ეძებდნენ ადამიანს, მიიღეს განჩინება მის დაკავებაზე და ჩვენთვის არავის მოუმართავს და არ უთქვამთ, რომ უნდა გამოცხადებულიყო შესაბამის ორგანოში.
მათ რომ ნებისმიერი ჩვენგანისთვის ეთქვათ, რომ ირაკლის იბარებდნენ პოლიციაში, არ დასჭირდებოდათ სპეცრაზმის გაგზავნა სამი მიკროავტობუსით. სპეციალურად მოახდინეს პროვოცირება, მიუცვივდნენ სასაფლაოზე ადამიანს, სადაც თავის საქმეს აკეთებდა. მოხდა ჰაერში გასროლაც და გაუგებრობაში აღმოჩნდნენ იქ ადამიანები. ხელისუფლება ცდილობს მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს პროცესი და გააშავოს ჩვენი მოძრაობა"
,- განაცხადა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

დაკავებულის ადვოკატის ციცი ბაბუნაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებული ირაკლი მუკბანიანის სასამართლო პროცესი 3 ივნისსაა ჩანიშნული. აქტივისტები ხვალ სასამართლოს შენობასთან პროცესის პარალელურად შეიკრიბებიან და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ პირველ ივნისს, სოფელ საყულიაში იმ დროს დააკავა, როცა აქტივისტი სასაფლაოზე იმყოფებოდა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ირაკლი მუკბანიანს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.