ახალი ამბები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ქუთაისის პარკირების კომპანიის გაუქმებას ითხოვს
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აუდიტის სამსახურს მოუწოდებს შეისწავლოს ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იმ კომპანიის საქმიანობა, რომელიც ქალაქში პარკირებას აწესრიგებს.
დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს. მეორეს მხრივ, მიიჩნევს, რომ  ქუთაისის მერიამ შპს უნდა გააუქმოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც დეტალურად შეისწავლა შპს "პარკინგსერვისის" საქმიანობა, თვლის, რომ მისი მუშაობა არაეფექტურია. გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პარკირება კვლავ პრობლემას წარმოადგენს, "პარკინგსერვისი" შემოსული თანხით მერიას იჯარასაც  ვერ უხდის, რის გამოც მას წლების განმავლობაში სოლიდური დავალიანება დაუგროვდა.

კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ამ დროისთვის  შპს-ში 35 ადამიანია დასაქმებული. პარკირება ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება. მიღებული შემოსავლით შპს-ს უნდა გადაეხადა იჯარის საფასური მუნიციპალური ქონებისთვის, რასაც ის შექმნის დღიდან ვერ ახერხებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა უნდა გააუქმოს შპს "პარკინგსერვისი" და იზრუნოს პარკირების სერვისის ტენდერის ან აუქციონის მეშვეობით შესყიდვაზე. მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს როგორც შპს "პარკინგსერვისის" საქმიანობა, ასევე ამ კომპანიისა და მერიის ურთიერთობა,  დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს", - ნათქვამია კვლევაში.

შპს "პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიამ 2015 წელს დააფუძნა. კომპანიის გაუქმებას, მისი არაეფექტური მუშაობის გამო, ითხოვდა ოპოზიციაც.


კვლევა ვრცლად ნახეთ აქ:
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
12:51 / 18.09.2021
"არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს" - ამ წარწერებით ბანერი ქუთაისშიც გამოჩნდა.
18 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 629 582 აცრა.
12:26 / 18.09.2021
18 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 629 582 აცრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.