ახალი ამბები
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
FaceBook
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. უკვე წლებია ეს დღე მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა წელს, პანდემიის გამო, მცირემასშტაბიანი ღონისძიებებია დაგეგმილი.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ხუთ ქალაქში, სამხედრო ფიცს დადებენ რეკრუტები. დედაქალაქში ცერემონიას დაასრულებს სამხედრო თვითმფრინავები, რომელთა გადაფრენის დროსაც ჰაერში საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერები გამოისახება.

დღესვე მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს.


ქუთაისში ამ დღესთან დაკავშირებით მერია მერაბ კოსტავას სახელობის რეაბილიტირებულ სკვერს გახსნის. 14:00 საათზე კი, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერიაში ჩატარდება მაია ბატკუაშვილის პერსონალური გამოფენა იქნება.

გამოფენა 9 ივნისამდე გაგრძელდება და დამთვალიერებელს ახალი ექსპოზიციის ნახვა ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე შეეძლება. დასწრება თავისუფალი. 

Print