ახალი ამბები
"ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი" - ღარიბაშვილი ხეობის მცველებს
FaceBook
პრემიერ-მინისტრი რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმს 90-იანი წლების გადმონაშთს უწოდებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ  მაშინდელმა გაუაზრებელმა პოლიტიკამ, სამოქალაქო ომი და ქვეყნის ოკუპაცია გამოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ თუ აქტივისტები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.

"ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. ჩვენ კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო "სპეციალისტი" ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ასე შემდეგ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ  სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, ვინც გადავა კანონს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება"
, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხეობის მცველებს პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ ჰქონდეთ. მანვე დღეს თქვა, რომ მიმდინარე თვის ბოლო ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელს შეხვდება, რომელიც თბილისში ჩამოვა.

"არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან. მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც შეისწავლის ამ პროექტის ყველა დეტალს. მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ მოხდეს პროექტის შესაბამისობის შესწავლა საერთაშორისო პრაქტიკასთან. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელს, მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ პროექტში. შესაბამისად, კითხვები აღარ უნდა არსებობდეს", - განაცხადა პრემიერმა.

რიონის ხეობის მცველების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო 12 საათზე იწურება.

თუ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტივისტები მათ მოთხოვნებზე დადებით პასუხს ვერ მიიღებენ, ისინი მსვლელობით გადაკეტავენ ქალაქის ქუჩებს და მოახდენენ ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას. ხეობის მცველები ხელისუფლების პასუხს დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან. აქვე გაშლილ კარვებში გაათენეს მათ პროტესტის 210-ე ღამე.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

ეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის  განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება


რიონის ხეობის მცველებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე კარვებში გაათენეს


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსახვერპლა.
16:29 / 23.06.2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსახვერპლა.
გელათში არსებული ვითარების შესასწავლად იუნესკოს ექსპერტები
იმყოფებიან.
12:02 / 23.06.2021
გელათში არსებული ვითარების შესასწავლად იუნესკოს ექსპერტები იმყოფებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.