ახალი ამბები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი 23 მაისს “რიონის ხეობის მცველების” აქციას უერთდება
FaceBook
თბილისში, ნამახვანჰესის  მშენებლობის მოწინააღმდეგეები  რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მათ სოლიდარობას სხვადასხვა რეგიონებიდან უცხადებენ.  რიონის ხეობის მცველების მიმართ სოლიდარულები არიან არასმთავრობო ორგანიზაციები. 

"მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” სამაგალითოა ყველასთვის, ვინც იმედს სახალხო თვითორგანიზებაზე ამყარებს არსებული პოლიტიკური წესრიგის მიღმა. მოძრაობა უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში როგორც მასშტაბის, ისე წინააღმდეგობის ფორმების კუთხით. რიონის ხეობის მოსახლეობამ შექმნა სოლიდარობის ახალი პრაქტიკები და უწყვეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გააერთიანა მოქალაქეთა მრავალფეროვანი სპექტრი ქვეყნის ყველა რეგიონიდან და სამოქალაქო საზოგადოების მრავალი სექტორი.

რიონის ხეობაში წინააღმდეგობის მოძრაობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა მიმართ ტარდება რეპრესიული ზომები და მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია. მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები.

საპოლიციო ძალები რამდენიმე კვირაა აგრძელებენ ხეობის ბლოკირებას და უხეშად, უკანონოდ ზღუდავენ როგორც პროტესტის მონაწილეთა, ისე ხეობის მოსახლეობის გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებებს. სხვადასხვა სამთავრობო უწყებები და სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ დეზინფორმაციას დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტისა და მიმდინარე წინააღმდეგობის შესახებ, რაც მანიპულაციის გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ერთი მხრივ მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს კომპრომისზე წასვლის მზაობასა და დიალოგის აუცილებლობაზე, მეორე მხრივ კი აგრძელებენ რეპრესიულ პოლიტიკას და გაურბიან დიალოგს",  - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

დღეს, რიონის ხეობის მცველების თბილისში მართავენ ფარტომასსტაბიან საპროტეტსო აქციას. 

მათი თქმით, ამ დრომდე მათი არცერთი მოთხოვნა შესრულებული არაა, ამიტომ აქცია გაგრძელდება, თბილისში დარჩებიან, ვიდრე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება არ შეწყდება და სამუშაოები არ შეჩერდება.

ხეობის მცხოვრებლები უკვე 209 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
17:22 / 22.05.2022
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის
გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირეს,
15:42 / 22.05.2022
უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირეს,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.