ახალი ამბები
ქუთაისში ფასადის შეღებვის გამო მოქალაქე დააჯარიმეს
FaceBook
ქუთაისში, კერძო ობიექტზე ფასადის გადაღებვის გამო, მოქალაქე კოტე ცირეკიძე დააჯარიმეს.

ცირეკიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს და ამბობს, რომ მერიამ მხოლოდ იმიტომ დაკისრა ფულადი სანქცია, რომ ქალაქის გალამაზება სურდა.

"ნახევარი ჩვენი სახლი იყო, მეორე ნახევარი სხვისი. იმ  მეზობელს პრობლემა არ ჰქონია. მოეწონა ფერი. მერიიდან რომ მოვიდნენ, მითხრეს სამმართველოდან დაგვირეკეს და  სასამართლოს უნდა გადავცეთო. ამოწერეს მონაცემები და წავიდნენ. იმ სახლის ნახევარი თვითონ შეღება მერიამ ნახევრად, მერე ფული არ ეყოთ, როგორც თვითონ თქვეს. ვიფიქრე, შევღებავ კედელს და გავალამაზებთქო, ამათმა კი სასამართლოში მიჩივლეს"
, - ამბობს კოტე ცირეკიძე.

მერიაში ამბობენ, რომ დაჯარიმებულ მოქალაქეს მხოლოდ კედელი არ გადაუღებია, არამედ, ფასადზე სარეკლამო ბანერიც განათავსა, რისი ნებართვაც არ ჰქონდა. თავად მერიამ კი ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ცირეკიძეების ოჯახს მათი ობიექტის გვერდით მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის მეპატრონემ უჩივლა.

"შემოვიდა მოქალაქის განცხადება, მივედით ადგილზე და დაგვხვდა გადაღებილი კედელი, რომელიც გადადიოდა მომჩივანის საკუთრებაზეც. მათ ვერ წარმოგვიდგინეს შესაბამისი ნებართვა ვერც ფასადის შეღებვაზე და ვერც ბანერის განთავსებაზე, რის გამოც გამოიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან", - ამბობს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, ზვიად წაქაძე.

მხარეები ახლა სასამართლო პროცესს ელოდებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.