ახალი ამბები
ტყუილია, რომ მე ვარლამ გოლეთიანს ვხელმძღვანელობ - მიტროპოლიტი სტეფანე
FaceBook
ცაგერის და ლენტეხის ეპარქიის ხელმძღვანელმა და ამავე დროს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა მეუფე სტეფანემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც იგი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.
ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში არსებული დაპირისპირების მიზეზების გარდა, კითხვები ასევე, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზეც დაისვა.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ საკითხზე მას პოზიცია უფრო ადრე ჰქონდა ვიდრე ხეობის მცველებს.

"ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა ჩემი პოზიცია. ეს კარგად უნდა იცოდეთ, თუ მედია ხართ, ჩემი პოზიცია მანამდე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ "ნაციონალების" დროს, რომ დაისვა ეს საკითხი, მაშინ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება. არა ჰესის მიმართ, არამედ იმ პროცესის მიმართ, რომელიც ამ ჰესის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით იყო. ფაქტობრივად, მოსახლეობა იგნორირებული იყო და მათ მიმართ რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ფლაერებით ელაპარაკებოდნენ. როცა ეკითხებოდნენ - მე რა მომელის? - ფლაერით პასუხობდნენ. შემდეგ, პირველ ეტაპზე იყო მხოლოდ ის, რომ ეკოლოგიური საკითხები იდგა, მერე როდესაც უკვე ვარლამი და ა.შ. შემოვიდნენ პროცესში ეს აბსოლუტურად ჩემგან დამოუკიდებლად, არაფერი ამის შესახებ არ ვიცოდი. მე ვიყავი პირველი, გამოვედი და დავსვი შეკითხვა როგორ შეიძლება 99 წლით გასცეს სახელმწიფომ რომელიმე კერძო კომპანიაზე ამხელა ტერიტორია", - განმარტა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მეუფე სტეფანემ.

რაც შეეხება, მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ვარლამ გოლეთიანთან კავშირს, ამბობს, რომ მისი ტელეფონის ნომერიც კი არ აქვს.

"მამამისი არის ჩემი ეპარქიის მღვდელი. ვარლამი პატარა ბავშვი იყო გიმნაზიაში სწავლობდა ჩვენთან. მე მისი მასწავლებელი ვიყავი, ვუტარებდი გაკვეთილებს. მერე წავიდა ისწავლა, მასთან კონტაქტი აღარ მქონია. ის, რომ მე მას ვხელმძღვანელობ რამე საკითხში, აბსურდი და ტყუილია იმიტომ, რომ მე მისი ნომერიც არ მაქვს ტელეფონში. სპეციალურად არ მინდა რომ მე მასთან პირადი კონტაქტი მქონდეს. მე მასთან პირდაპირი ურთიერთობა არც მაქვს, დღესაწაულებზე თუ შევხვდები. მიყვარს, კარგი ადამიანია. მგონი, მთელმა საქართველომ შეიყვარა ისეთი ადამიანია, ზრდილობიანი და ჩემთვის სიამაყეა, რომ ეს ადამიანი, პატრიოტი ქართველია. ის მართლა მთელი გულით არის სიმართლისთვის მებრძოლი და მე არასოდეს არაფერს ვიტყვი მის საწინააღმდეგოდ", – ამბობს მიტროპოლიტი.

რიონის ხეობის მცველი 25 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა, რაც საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

„თქვენ იცით და მგონი, არავისთვის დამალული და უცხო არ არის, რომ ეპარქია სადაც ჩვენ ვცხოვრობთ – ვგულისხმობ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას – ასევე არის მეუფე სტეფანე მისი მმართველი და მეუფე სტეფანე გახლავთ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც.

ბუნებრივია მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან, იცით ამის შესახებ და ჩვენ, მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც მეუფე აღავლენს ღვთისმსახურებას. ამიტომ ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, ხშირად დავდივართ თავად ცაგერში, სხვადასხვა დღესასწაულებზე.

ბუნებრივია, როდესაც მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და დღეს იქ უნდა აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, რომ მას ტრადიციულად დავსწრებოდით,“ – ასე განმარტა ვარლამ გოლეთიანმა ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლა.

მეუფე სტეფანემ  რიონის ხეობაში ჰესების  მშენებლობა გააპროტესტა და ხეობის  მცველებს თანადგომაც ღიად  გამოუცხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.