ახალი ამბები
სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო - TDI
FaceBook
TDI საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყონებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი.
"მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

ხელისუფლება თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის.

გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება", - ნათქვამია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანს, რომ ინტერვიუსთვის მისულ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს მეუფე ანტონი აგრესიით დახვდა და მოუწოდებდა ადგილი დაეტოვებინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.