ახალი ამბები
"არ ვაპირებთ გავერთიანდეთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან" - გოლეთიანი 16 მაისის აქციაზე
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი 16 მაისს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან კავშირს უარყოფს.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების დღის წესრიგთან მათ მოძრაობას მნიშვნელოვანი აცდენა აქვს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ 16 მაისის აქციას ვუერთდებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი აცდენა იქ არსებული დღის წესრიგისა და მესიჯბოქსების მისამართით. არის სპეკულაციები, რომ თითქოს ვიღაცეებთან ვერთიანდებით და პირადად ჩემს ფოტოებს დებენ სინთეზში სხვადასხვა პერსონებთან. რა თქმა უნდა ეს ჩვენგან არ მოდის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ გავერთიანდეთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან ან პარტიასთან. საფუძველშივე გამოვრიცხავთ პოლიტიკური გზებით მოქმედებას", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სოციალურ ქსელსა და ონლაინ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 16 მაისს, თბილისში, ალტ-ინფოს" მიერ დაგეგმილ აქციას, სადაც ლიდერად ბიზნესმენ ლევან ვასაძეს დაასახელებენ, რიონის ხეობის მცველებიც შეუერთდებიან.

ლევან ვასაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" დააფუძნა, პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და თქვა, რომ მოძრაობას მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის. პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტზე და განაცხადა, რომ ხეობაში ჩასვლასაც გეგმავს.

თავის მხრივ, საკუთარ დღის წესრიგზე საუბრობენ ხეობის მცველები და 23 მაისს, დედაქალაქში მასშტაბური აქციის ჩასატარებლად ემზადებიან. დაგეგმილ აქციამდე, პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ.

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები ექვს თვეზე მეტია გრძელდება. აქტივისტები, რომლებიც ჰესის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ, ღამეებს კარვებში ათევენ.

ხელისუფლებასთან ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, რიონის ხეობის მცველებმა პროტესტის ფორმად კვლავ აქციები აირჩიეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.