ახალი ამბები
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება
FaceBook
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, სააგენტო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, რა პროცესშიც სააგენტო რეკომენდაციების მისაღებად საინვესტიციო საბჭოსაც მიმართავს.

საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმში არ წერია უშუალოდ რა სახის ცვლილებების შეტანა არის კანონში დაგეგმილი.

შეგახსენებთ, საქართველოს 1,137,380 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაშია ჩართული, რომლის ოპერატორიც სახელმწიფო საპენსიო სააგენტოა. 2021 წლის 4 მაისის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 1.4 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული. სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის დაგროვებულ აქტივებს 10.7%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრის ანუ სისტემის ამოქმედების შემდგომ, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს 140 მილიონი ლარის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა. ფონდში არსებული თანხა თვეში საშუალოდ 47 მილიონი ლარით იზრდება.

მოქალაქეთა დაზოგილი თანხის 70% კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული, 30% კი ქართული ბანკების მიმდინარე დეპოზიტებს წარმოადგენს.

საქართველოში საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში მონაწილეობა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულო, 40 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფილობითი იყო. საპენსიო სისტემაში ჩართული თითოეული მოქალაქის ხელფასიდან 6% ირიცხება. უფრო კონკრეტულად კი დასაქმებული საპენსიო ფონდში რიცხავს საკუთარი ხელფასის 2%-ს, 2% ირიცხება დამსაქმებლის მიერ, რასაც სახელმწიფოს 2%-იანი კონტრიბუციაც ემატება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.