ახალი ამბები
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ტვიშში ჯვარი აღმართეს
FaceBook
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშში ჯვარი აღმართეს.

ქრისტიანული სიმბოლოს აღმართვა მოძრაობა "ჯვაროსნული მსვლელობის" ინიციატივით მოხდა. ადგილზე ჩავიდნენ და პროცესს დაესწრნენ რიონის ხეობის მცველებიც. ჯვრის აღმართვის შემდეგ ადგილზე ათობით ადამიანისთვის სუფრა გაიშალა, სადაც არ იყო დაცული კოვიდრეგულაციები.

ტვიშში იმყოფებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანეც. ხეობის მცველებისა და მეუფე სტეფანეს ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბზობის დღესასწაულზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჭყონდიდში ჩავიდნენ, სადაც ​ეპარქიის მსახური სასულიერო პირები ახალ მეუფეს წინამძღოლად ამ დრომდე არ იღებენ. ხეობის მცველებს მეუფის მიმართ მხარდაჭერა ღიად არ დაუფიქსირებიათ, თუმცა, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ თქვეს, რომ ისინი მეუფე სტეფანეს, როგორც ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის მრევლს წარმოადგენენ. მანამდე, მეუფე სტეფანემ ხეობის მცველებს ამბიონიდან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქტივისტები, სოფელ ნამოხვანში პოლიციის მიერ კარვების დარბევის შემდეგ, ღამეებს გუმათჰესთან  ათევენ.

ხელისუფლებასთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსეს. მანამდე, მათი თქმით, სხვადასხვა ქალაქში შედარებით მცირე მასშტაბის აქციები გაიმართება და პროტესტი იქნება უწყვეტი მანამდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
ნორმები, რომელიც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში, პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება.
12:12 / 16.12.2025
ნორმები, რომელიც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.