ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირს გადაკეტავენ
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირს გადაკეტავენ.

ხეობის მცველების თქმით, გამზირის გადაკეტვა იქნება გამაფრთხილებელი ქმედება, რომელსაც მოჰყვება სხვა ქმედითი ნაბიჯები.

"ბუნებრივია, წლების განმავლობაში აქ ვერ ვიდგებით. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ახლა. სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მანამდე არ გავჩერდებით, ეს ყველამ იცოდეს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


ეს გადაწყვეტილება ხეობის მცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული ჯებირების აღების და ნამახვანისკენ გზის გახსნის შეპირება არ შესრულდა. მცველებმა გუამთჰესთან გამაგრებული სამართალდამცავებიდან  პასუხი ვერ მიიღეს. მათ არც გადაადგილების უფლება მიეცათ.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 18 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს.

აქტივისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე ხელისუფლებიდან უარი მიიღეს.

რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.