ახალი ამბები
ხეობის მცველებმა გზის გასახსნელად სამართალდამცავებს ხუთი წუთი მისცეს
FaceBook
რიონის ხეობის მცველებმა ხუთი წუთი მისცეს სამართალდამცავებს, რომ ნამოხვანში გადაადგილების უფლება მიიღონ.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ არ გაგვიშვებენ, გულუბრყვილო არავინაა, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს რა ხდება აქ. ირღვევა ჩვენი უფლებები. ელემენტარულად გზაზე გადაადგილების უფლება არ გვაქვს, განაჩენს 23 მაისს გამოიტანს ხალხი, მანამდე არაერთი ნაბიჯი გვექნება ამათი (ხელისუფლების) ნიღბის ჩამოგლეჯის". 

"ჩვენ თქვენთან ჭიდავს არ ვაპირებთ თქვენ „გეჭიდავებათ“ საქართველოს კონსტიტუცია" - ასე მიმართეს აქტივისტებმა სამართალდამცავებს. 

„ეს იქნება ღალატი ერის წინაშე. აქ არ არის პირადი ინტერესები. არის ერის ინტერესები. მინდა ვიგრძნო თავისუფლად გადაადგილების უფლება რომელიც მე კონსტიტუციურად მაქვს მონიჭებული“, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი მაკა სულაძე. 

ხეობის მცველებმა სამართალდამცავებიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღეს. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვენეთის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი არ გამოჩენილა, პოლიციელები კი გუმათჰესთან რკინის კონსტრუქციასთან მობილიზებული არიან და აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 13 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გაიმართება.

აქტივისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე ხელისუფლებიდან უარი მიიღეს.

რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.