ახალი ამბები
"არ ვაპირებთ სახლებში წასვლას" - მაღაროელების პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცული მაღაროელები მეორე დღეა მერიის მიმდებარედ შეიკრიბნენ. ისინი ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, მათი ანაზღაურება მინიმალურია და პროტესტი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან მაღაროელებისთვის კომპანიის შეთავაზება მიუღებელია.



კომპანიამ გაფიცულებს ხელფასის 250 ლარით გაზრდა და დღესასწაულებზე 50 ლარის დანამატი შესთავაზა, რაც მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტთ პროტესტს. არ ვაპირებთ სახლებში წასვლას. ხელფასის 50%-ით გაზრდის მოთხოვნა უნდა  დაგვიკმაყოფილონ", - აცხადებენ  მაღაროლები. 

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით 23 აპრილს გაიფიცნენ. 

"ჯორჯიან მანგანეზს" 5000-ზე მეტი პირი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხე ჰესს აერთიანებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.