ახალი ამბები
„მოლოდინის რეჟიმში ვართ“ - ხეობის მცველები ხელისუფლებისგან პასუხს დღეს ელოდებიან
FaceBook
დღეს იწურება რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებზე მსჯელობის დრო. ჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან პასუხს  ელოდებიან.

აქტივისტი მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. გუმათჰესთან, სადაც აქტივისტები სამი კვირაა ღამეებს ათევენ, ისევ დგას პოლიცია და ისევ აღმართულია რკინის ჯებირები.

"მოლოდინის რეჟიმში ვართ.  აქ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. რაღაც პროცესები მიდის (ხელისუფლებაში) და დღის ბოლომდე გვეცოდინება პასუხი", - ამბობს მარიტა მუსელიანი.

რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლებას შორის დათქმული დროის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, შეხვედრა გაიმართა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი მერაბ ლომინაძე  გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს შეხვდა. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ მხარის რწმუნებულმა თქვა, რომ  "ენკას" წარმომადგენელთან მხოლოდ ხეობაში ხუთმილიონიანი ფონდის შექმნის საკითხზე ისაუბრა.

"იცით, რომ ფონდი არის შექმნილი რიონის ხეობაში და ამ ფონდის ირგვლივ ვისაუბრეთ. ჩვენ არ გვქონია სამუშაოების შეჩერებაზე საუბარი. ამ თემაზე მათთან არ მაქვს კომუნიკაცია. ეკონომიკის მინისტრი არის ამ თემაზე კომპანიასთან კონტაქტზე და მე ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას. დანარჩენს უკვე გაიგებთ ხვალ, როგორც გაცხადდება. ხვალ, 23 აპრილს  მათ ეცნობებათ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ" , - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და გუმათჰესთან არსებული რკინის ჯებირების მოხსნა, ის მთავარი მოთხოვნებია, რაც აქტივისტებმა  15 აპრილს სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შემდგომი დიალოგის წინაპირობად წამოაყენეს.
ხეობის მცველების თქმით, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი დიალოგზე უარს იტყვიან და პროტესტს კვლავ აქციების გზით გააგრძელებენ. პროტესტის ერთ-ერთ ფორმად აქტივისტები ქალაქების ქუჩებისა და მაგისტრალების გადაკეტვას განიხილავენ. გრძელვადიან გეგმაში კი საუბრობენ აქციების თბილისში ჩატარებაზე.

რიონის ხეობის მცველებმა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი ექვსი თვის წინ დაიწყეს. 179 დღეა ხეობის მცხოვრებლები ღამეებს კარვებში ათევენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.