ახალი ამბები
"ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა
FaceBook
საფეხბურთო კლუბის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა.

აშვეთია გუნდიდან წასვლის მიზეზად კლუბში არსებულ პრობლემებს ასახელებს და ახალ მწვრთნელს ურჩევს მსგავს საკითხებზე ღიად ილაპარაკოს.

"დადგა ის მომენტი დავტოვო ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველას,  ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი. იყო ბევრი პრობლემა, მოყოლებული გასული წლიდან ,რაც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის. ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის "ტორპედოს", დალაგებულიყოს ყველაფერი, როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება. არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა. ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ და  ერთ რჩევას მივცემ, ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად.....თორემ ძალიან ძნელი იქნება", - აცხადებს მიხეილ აშვეთია.

კონკრეტულად რა პრობლემებია კლუბში, ყოფილი მწვრთნელი ამაზე არ საუბრობს.

მიხეილ აშვეთიას მიერ პოსტის დატოვებას გამოეხმაურა კლუბის ხელმძღვანელობაც. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყოფილ მწვრთნელს მადლობას უხდიან და წერენ, რომ  ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"კლუბი მადლობას უხდის მიხეილ აშვეთიას და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში! ,,ტორპედო" ქუთაისის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ აშვეთია ქუთაისის "ტორპედოში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე  2016 წლიდან მუშაობდა,  2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.