ახალი ამბები
ხელისუფლება ხეობის მცველების მოთხოვნებზე პასუხისთვის ორ დღეს ითხოვს
FaceBook

დაკმაყოფილდება თუ არა რიონის ხეობის მცველების მოთხოვნები, ხეობაში ჰესის სამუშაოების შეჩერებისა და სოფელ ნამოხვანისკენ გზის გათავისუფლების შესახებ, აქციის მონაწილეებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.


აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხუთდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მას დღეს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ შეხვედრაზე მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესახებ პასუხი კვირის ბოლომდე იქნება ცნობილი, რადგან პრემიერმა ამ საკითხებზე სამსჯელოდ ვერ მოიცალა.

თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს დიალოგის წინაპირობად დასახელებული სამი მოთხოვნის შესრულებას, უცნობია. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პროცესის დროში გაწელვა აქციის მონაწილეებში აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება დროს შეგნებულად აჭიანურებს და თუ მთავრობა დროულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გეგმაზე გადავლენ.

"დამიკავშირდა გუბერნატორი და თქვა, რომ პრემიერი გუშინ შეხვდა ბატონ მიშელს და არ ჰქონდა დრო, რომ ეს საკითხები გაევლო. მე პირადად დავუკავშირდი პრემიერის რწმუნებულს ლერი ბარნაბიშვილს და ვუთხარი, რომ თუ ამას დაემატება კოვიდის გამო შეზღუდვები ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს აღარ ექნებათ საშუალება ჩვენთან მოვიდნენ, ეს გააჩენს იმის განცდას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად და შემდეგ ჩაკეტა ჩვენი თავისუფალი პროტესტის ჩატარების შესაძლებლობა. მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება პრემიერთან ამ საკითხის განხილვა და პარასკევს არ გადასცილდება პასუხი. დაველოდებით პარასკევ დღეს და პირობების შესრულებას მათგან. ეს თუ არ მოხდება,  ფართომასშტაბიანი აქციების გზით წავალთ და კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია. პროტესტი მოიცავს სხვადასხვა ქალაქს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაგან გამოვა ხალხი, იგეგმება პიკეტირება და შემდეგ ყველა ერთად გადავინაცვლებთ დედაქალაქში", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველებმა უკვე 177-ე ღამე გაათიეს კარვებში. 3 აპრილიდან მათ სოფელ ნამოხვანში, სადაც მათი ძირითადი საპროტესტო ადგილი იყო, აღარ უშვებენ. აქტივისტები იძულებული არიან პროტესტი გუმათჰესთან გააგრძელონ. ხეობაში ისევ გრძელდება ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები.

ნამოხვანში შესვლა და ხეობაში სამუშაოების შეჩერება ის მთავარი მოთხოვნები იყო, რაც აქტივისტებმა 15 აპრილს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დააყენეს. შეხვედრაზე აქტივისტებმა დაპირება მიიღეს, რომ  მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხს  პრემიერ-მინისტრის გამოჯანმრთელების შემდეგ განიხილავდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.