ახალი ამბები
მოზარდი, რომელიც გუმათჰესის ხიდიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
FaceBook
17 წლის მოზარდი,  რომელიც გუმათჰესის ხიდიდან  გადავარდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მყოფების განმარტებით, მოზარდი მშობლებთან ერთად პროტესტის ადგილზე იყო მისული. 

"შეშას აგროვებდა  აქციის მონაწილეებისთვის, რომლებიც კარავში ათევენ ღამეს. ჩანს, სიმძიმემ დაძლია და  ხიდიდან გადავარდა", - ამბობენ თვითმხილველები.

მოზარდის გადარჩენა ჰესის თანამშრომლებმა შეძლეს. 

რაც შეეხება, ნამახვანჰესის  მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომელსაც გუმათჰესთან კარავი აქვთ გაშლილი, ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, მოზარდი როგორ აღმოჩნდა ხიდზე, რადგან ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ.  

აღსანიშნავია, რომ რიონის ხეობაში, მდინარე რიონში 3 აპრილს ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გუმათჰესთან დაახლოებით ორი კვირაა გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე პოლიციელები დგანან, რომელიც გუმათჰესის იქით, სოფელ ნამოხვანისაკენ გადაადგილებას აკონტროლებენ.

ხეობის გადაკეტვა ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტს უკავშირდება, რომელიც 174 დღეა მიმდინარეოებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.