ახალი ამბები
ნამახვანჰესის აქციაზე დაკავებულმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს
FaceBook
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 14 აპრილს დაკავებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომაში მონაწილეობაზე უარი ექვსივე ბრალდებულმა თქვა. ამის შემდეგ სხდომიდან მათი ადვოკატებიც გავიდნენ. დაკავებულების უფლებადამცველების თქმით, მათ საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვეს, რაზეც უარი ეთქვათ. ამის შემდეგ მათ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. უფლებადამცველების განცხადებით, ასეთ ვითარებაში პროცესში მონაწილეობა აზრს კარგავდა და ირღვეოდა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის დალი სულაქველიძის ინფორმაციით, სასამართლო სახაზინო ადვოკატების გამოძახებას აპირებს,რაც უფლებადამცველებისთვის მიუღებელია.

"ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს ადვოკატი, ამიტომ ჩვენ არ დავეთანხმებით სასამართლოს ამ უკანონო გადაწყვეტილებას", - განაცხადა დალი სულაქველიძემ.

ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ექვსი პირი, რომლებიც ბათუმიდან ჩამოვიდნენ, პოლიციამ 14 აპრილს, ბათუმში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა. დაკავებულების პროცესზე დასასწრებად დღეს ბრალდებულების ახლობლები ბათუმიდან ჩამოვიდნენ და სხდომაზე შესვლას ითხოვდნენ.

ისინი ჯერ იმერეთის სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ და პოლიციის ავტომანქანებს, რომლებითაც დაკავებულები გადაჰყავდათ, არ ატარებდნენ, რის გამოც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით კი მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, თუმცა, დაკავებულების ახლობლებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაში ბათუმიდან ჩასული ექვსი პირი ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.