ახალი ამბები
ჩვენი სახელით ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ამბობენ, რომ გარკვეული ძალები დაპირისპირების შემოტანას ცდილობენ.

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ისინი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებსაც არ სურთ პროვოკაციას აყვნენ და დაწყებული პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარმართონ. გოლეთიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანამებრძოლებს,  არ აჰყვნენ პროვოკაციას.

"ჩვენ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, რომ მტერმა ვერ დაგვყოს და ისეთი ნარატივი შეუშვას, რომელიც გამოიწვევს შუღლს.  მაგალითად, ასეთი შემთხვევა არის, რომ ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ ინტერნეტ სივრცეში ჩვენი სახელით, თითქოს ჩვენ მათ მიმართ რაიმე პრობლემა გვაქვს. ეს ასე არ არის, მათ კარგად იციან ეს, მაგრამ უშიშროების სამსახური ყველა მეთოდით ცდილობს, რომ დაყოს და დაანაწევროს ჩვენი მოძრაობა. ჩვენ არ გვინდა იმ კედლების განგრევა, რომელიც პოლიციამ აღგვიმართა“,
– ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ამ წუთებში საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში მიმდინარეობს. ხეობის მცველების მხარდამჭერთა სოლიდარობის მსვლელობა ქუთაისიდან გუმათში უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ გზები გადაკეტა.

დილის შემდეგ რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დილის 7 საათზე პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა.

13 აპრილს ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს და  6 ადამიანი დააკავეს.

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტების   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.