ახალი ამბები
პოლიციამ გუმათჰესთან ბარიკადები აღმართა
FaceBook
რიონის ხეობაში, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის და დაკავების შემდეგ, პოლიციამ ბარიკადები აღმართა.


"ალბათ, მთელი ღამე ამას აკეთებდნენ. სამარცხვინოები არიან. ეს ვერ შეგვაჩერებს", - ამბობენ რიონის ხეობის მცველები და აქტივისტები.

ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს. 6 ადამიანი კი დააკავეს. 

ხეობის  მცველები დარბევის შემდეგ, იძულებული გახდნენ გუმათჰესთან დაბრუნებულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ.

კომპანია "ენკას" ოფისთან გზა გადაკეტეს და კომპანიის მანქანებს არ უშვებდნენ. მცველები ხეობის გახნას და სოფელ ნამოხვანში პროტესტის ადგილზე დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც 10 აპრილის შემდეგ აქვთ აკრძალული.

ხეობაში გადაადგილება 3 აპრილიდან შეზღუდულია, ხოლო 11 აპრილს სოფელ ნამოხვანში ხეობის მცველების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და ადგილი მძიმე ტექნიკით გადახნეს. მიზეზი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მდინარე რიონის შესაძლო ადიდებაა.

13 აპრილს კი, მშვიდობიანი აქტივისტები პოლიციამ დაარბია.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ფოტო მარიტა ტყეშელაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.