ახალი ამბები
კმარა ასეთი შეურაცხმყოფელი ქმდება - აქტივისტებმა "ენკასთან" გზა გადაკეტეს
FaceBook
რიონის ხეობის მცველებმა და მათმა მხარდამჭერბმა კომპანია "ენკას" ოფისთან გზა გადაკეტეს.


"თუკი ჩვენთვის არ შეიძლება გადაადგილება სოფელ ნამოხვანში და ეს, თურმე საფრთხეს წარმოადგენს. მაშინ, არც მათ უნდა მიეცეთ გადაადგილების საშუალება. თუკი არ გაითვალისწინებს მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს, მაშინ აქცია შეიცვლის მასშტაბს და ადგილსაც. გადავინაცვლებთ თბილისში, თუმცა, ჯერ აქ ვიდგებით. კმარა ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედება", - განაცხადეს რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებელ კომპანია "ენკას" ოფისთან შეკრებილებმა.

ხეობაში გადაადგილება 3 აპრილიდან შეზღუდულია, ხოლო 11 აპრილს სოფელ ნამოხვანში ხეობის მცველების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და ადგილი მძიმე ტექნიკით გადახნეს. მიზეზი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მდინარე რიონის შესაძლო ადიდებაა.

ადგილობრივებს გუმათჰესთან ერთი კარავი  აქვთ გაშლილი, რომლის იქითაც პოლიციას ე.წ. ბლოგ საგუშაგო აქვთ მოწყობილი. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ენკას"  დირექტორმა ვარლამი გოლეთიანი საჯარო დისკუსიაზე გამოიწვია, რაზედაც ხეობის მცველების უარი მიიღო.

"პრემიერ-მინისტრთან გვაქვს კითხვები", - აცხადებენ მცველები.

გუმათჰესთან, სადაც ორი დღეა პროტესტის ახლი კერაა,  სიტუაცია უცვლელია. ტერიტორია გადაკეტილი აქვთ სამართალდამცვლებს, რომელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

აქციის მონაწილეები კომპანია "ენკას" ოფისთან გზას გადაკეტავენ
"მოთხოვნები არის უცვლელი" - რიონის ხეობაში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან


Print